ირაკლი სესიაშვილი: კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს მძიმე მდგომარეობაში მიზანმიმართულად აყენებს
სიახლეს არ წარმოადგენს, რომ, სამწუხაროდ, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მძიმე მდგომარეობაში აყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას და ადამიანების უფლებებს უხეშად ლახავს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
სესიაშვილის შეფასებით, კრემლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა ბედი არ ადარდებს.
„სამწუხაროდ, კრემლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა ბედი არ ადარდებს და სიახლეს არ წარმოადგენს, რომ რუსული აგრესია და პოლიტიკა მძიმე მდგომარეობაში აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას, უხეშად ილახება ადამიანის უფლებები. მეჩვენება, რომ ამას კრემლი და ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები მიზანმიმართულად აკეთებენ, ვინაიდან ბუნებრივი ურთიერთობა, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ, იყოს დაბრკოლებული. მერწმუნეთ, ამ ბუნებრივ ურთიერთობას ვერავინ ვერასდროს გაწყვეტს და ყოველთვის გვექნება საუკეთესო ურთიერთობის განცდაც და ჩვენი ხელისუფლებაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს“ ,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.