გია ვოლსკი: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რუსეთისთვის სამხედრო ბაზაა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საკვები პროდუქტების დეფიციტსა და იქ არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, რუსეთის პოლიტიკა იქითკენაა მიმართული, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი დაიცალოს და სამხედრო ბაზისთვის მეტი ადგილი დარჩეს.
“ზოგადად ოსები და ნებისმიერი სხვა ხალხი ეთნიკური ჯგუფების მიხედვით არ წარმოადგენს რუსეთის მხრიდან რაიმე ინტერესს და ეს განცხადება მინდა ჩავიდეს იქამდე. რუსეთისთვის ცხინვალის რეგიონი სამხედრო ბაზაა და დამთავრებულია. არ არსებობს არცერთი ნიშანი იმისა, რომ რაიმეთი მოსკოვს აინტერესებს ამ მდგომარეობის გაუმჯობესება. პირიქით, პოლიტიკა იქითკენაა მიმართული, რომ ცხინვალის რეგიონი დაიცალოს და სამხედრო ბაზისთვის, პოლიგონისთვის მეტი ადგილი დარჩეს”,- განაცხადა ვოლსკიმ.