აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ ე.წ ,,ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. მონაწილეების თქმით, ,,ოცნების ქალაქში“ სოციალური სახლის ფუნდამეტი ჩაისხა, რისთვისაც მათ საინფორმაციო სამსახურის მეშვეობით აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის მადლობის გადახდა სურდათ, ტელევიზიაში კი ამაზე უარი განუცხადეს. მათივე თქმით, ტელევიზია არის მიკერძოებული და ,,ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ საქმეებს არ აშუქებენ. მაუწყებელი მხოლოდ პრობლემებზეა ორიენტირებული.
ცნობისთვის, თითების თეატრთან, იქ, სადაც ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები