ქართველი მხატვრის გამოფენა ბულგარეთის პატრიარქმა დალოცა

ქართველი კალიგრაფის, მხატვრის, პოეტისა და მწერლის – გიორგი სისაურის პერსონალური გამოფენა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 19 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენის გახსნის წინ მხატვრმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე სტატუსი და ფოტოები  გამოაქვეყნა.
„წარუშლელი იქნება ჩემი გულიდან და მეხსიერებიდან ეს შეხვედრა. ადამიანი, რომელიც სინათლეს და სიყვარულს ასხივებს. დღეს ჩემი გამოფენის გახსნის წინ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მქონდა პატივი, შევხვდეროდი სრულიად ბულგარეთის პატრიარქს, მის უწმინდესობას – ნეოფიტეს და გამეცნო ჩემი შემოქმედება. მას საჩუქრად გადავეცი ასომთავრულად შესრულებული საზედაო ასო სერაფიმის მინიატურით. ასევე წავუკითხე ჩემ მიერ შექმნილი ნაწარმოები – „სერაფიმის ენა“.  მისგან მივიღე დალოცვა დღევანდელი გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით“, – წერს გიორგი სისაური.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები