ზუგდიდში ტელეფონის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
ზუგდიდის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში, ტელეფონის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აქედან ერთ-ერთი პირი აფხაზეთიდან დევნილია.
“ისინი ცდილობდნენ ლომბარდის მეპატრონისთვის 1000 ლარიანი ტელეფონის წართმევას და შენობის გარეთ მის გატყუებას,რა დროსაც მათი დაკავება მოხდა“,- განაცხადა თვითმხილველმა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-178-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო.