19 თებერვალს სენაკის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
ქალაქ სენაკისა და ფოთის სატუმბ სადგურებს,საიდანაც ხდება აბონენტების წყლის მიწოდება, ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ. გამომდინარე აქედან, 19 თებერვალს, 10:00 საათიდან – 17:00-საათამდე , ქალაქ სენაკსა და სოფლებს – ქვემო ქვალონს, თეკლათს, საგვიჩიოს, ახალ სოფელს, შუა ხორგას, ჭალადიდის, საჭოჭუოს, პატარა ფოთს, შავღელეს, ქარიატას და ყულევს წყლის მიწოდება შეეზღუდებათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით,წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს SMS შეტყობინებები გაეგზავნებათ.
სამუშაოების დასრულებისთანავე, მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგება.