კომპოზიტორ ელიზბარ ლომდარიძეს 20 თებერვალს დაკრძალავენ

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ელიზბარ ლომდარიძე 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პანაშვიდი – 18, 19 თებერვალს, გასვენება – 20 თებერვალს, 14 საათზე,  ალ. ყაზბეგის პრ. №8, 1-ლი სადარბაზო, მე-5 სართ.
სხვადასხვა დროს ელიზბარ ლომდარიძე იყო საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი.
ელიზბარ ლომდარიძე მოღვაწეობდა თბილისის № 15 სამუსიკო სკოლის, თბილისის მუსიკალური კოლეჯის დირექტორის თანამდებობებზე, 1981 წლიდან იყო ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი.  იყო მედეა ფანიაშვილის სახელობის მუსიკალური ხელოვნების აკადემიის რექტორი,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მუსიკალური კონსულტანტი, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის წევრი.
ელიზბარ ლომდარიძეს ეკუთვნის რამდენიმე სიმფონიური ნაწარმოები, ვარიაციები სიმფონიური ორკესტრისთვის, საფორტეპიანო პიესები, ვოკალური ციკლები, საგუნდო ნაწარმოებები…
2010 წელს ელიზბარ ლომდარიძის მეოთხე სიმფონიამ მოიპოვა პრემია – „წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები“.კომპოზიტორი დაჯილდოებულია თბილისის მერიის ოქროს მედლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები