დონბასში ომი განახლდა – კიევში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა

კიევში, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. ამის მიზეზი გამთენიისას, დონბასში, პრორუსული ძალების მიერ, ლუგანსკის ოლქში, რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან უკრაინის სამხედრო პოზიციებზე იერიშის მიტანა გახდა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამხედრო პოზიციებზე თავდასხმა, დასახლებულ პუნქტებთან ნოვოტოშკოვსკოესთან, ორეხოვოსთან, კრიმსკოესთან და ხუტორ ვილნისთან მოხდა.

შტაბში აღნიშნეს, რომ მხარეებს შორის ორმხრივი სროლა გაიმართა. მოწინააღმდეგე მხრიდან ცეცხლი 120 მმ კალიბრის ტყვიამქვრევიდან, ასევე სხადასხვა სისტემის ნაღმტყორცნიდან განხორციელდა.

პრორუს ოკუპანტების მიერ გამყოფი ზოლის გადაკვეთის მცდელობა ჰქონდათ.

საბრძოლო მოქმედება ახლაც გრძელდება, ორივე მხარეს დანაკარგია, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები