რუსთავის მერია წარჩინებულ სტუდენტებს მგზავრობის და სწავლის საფასურით დააფინანსებს

რუსთავის მერიაში სტუდენტების მხარდასაჭერად ორი სოციალური პროგრამა მოქმედებს.
პირველი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსებას ითვალისწინებს. რუსთავის მუნიციპალიტეტი, 81 დან 90- ათ ქულამდე შეფასების მქონე სტუდენტებს 800 ლარით , 90- დან 95- მდე ქულის მქონე ახალგაზრდებს არაუმეტეს 1000 ლარით, 95 დან 100 ქულის ჩათვლით აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, კი 1200 ლარით აფინანსებს.
მეორე სოციალური პროგრამა, რომელიც სტუდენტების მგზავრობის საფასურის დაფარვისთვის შემუშავდა, რუსთავში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრი სტუდენტების, შესაძლებლობების მქონე პირების და იძულებით გადაადგილებული ოჯახების წევრი სტუდენტების მგზარობის საფასურს აფინანსებს.
ამ პროპრამით, უკვე 100%-იანი გრანტის მფლობელი ის რუსთაველი სტუდენტებიც ისარგებლებენ, რომელთა საშუალო სემესტრული ქულა 81 და მეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები