თავდაცვის სამინისტროს “არმიჰოლში“ საერთაშორისო მანევრის კაპიტნის პირველი საკარიერო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

თავდაცვის სამინისტროს “არმიჰოლში“ საერთაშორისო მანევრის კაპიტნის პირველი საკარიერო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.

სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას მათ ყურადღება სამხედრო განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს და ამერიკელ პარტნიორებს კურსის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო სკოლაში საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი 36 კვირის განმავლობაში გაგრძელდა. სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებასა და სამხედრო პროფესიული უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად. კურსის საპილოტე პროგრამის მიმდინარეობას ამერიკიდან მოწვეული ინსტრუქტორები აკვირდებოდნენ.

საზეიმო ღონისძიება დიპლომების გადაცემითა და დაჯილდოებით დასრულდა. მომდევნო კურსი 2020 წლის ივლისში დაიწყება. 2022 წლიდან კი, კურსზე ქართველებთან ერთად, უცხოელი ოფიცრების მიღებაც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები