მარტვილში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები ლეხაინდრაოს და ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.
შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
საერთო კრებებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სპორტული მოედნის, ხიდ-ბოგირების, სკვერის მოწყობა, წყალმომარაგებისა და გარე განათების მოწყობა დაასახელეს.
2020 წელს მარტვილი მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 10 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით 20 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 74 სოფელში გაიმართა. მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვიტა, რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა. შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.