კორონავირუსს 1770 ადამიანი ემსხვერპლა, მსოფლიოში დაავადებულთა რიცხვი 70,5 ათასს შეადგენს

კორონავირუსს Covid-19-ს ჩინეთში 1600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მსოფლიოს მაშტაბით კი ეს რიცხვი ჯამში, 1770-ს შეადგენს.

მსოფლიოში ვირუსს 70,5 ათასი პაციენტი ებრძვის.

ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.

ჩინეთის ხელისუფლებამ ხუბეის პროვინციის მოსახლეობისთვის კარანტინის პირობები გაამკაცრა.

კერძოდ, 60 მლნ ადამიანს მისცეს რეკომენდაცია დარჩნენ სახლებში, არ ისარგებლონ კერძო ტრანსპორტით. საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და ჰიგიენის საშუალებების შესაძენად, ოჯახის ერთ წევრს სახლის დატოვება მხოლოდ სამ დღეში ერთხელ შეუძლია. სახლიდან გასული ადამიანის აღრიცხვა მიმდინარეობს.

მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში მხოლოდ ერთი სადარბაზოა ღია, დაცვა აკონტროლებს, რომ მასში მხოლოდ მაცხოვრებლები შევიდნენ და გამოვიდნენ.

გარდა ამისა, ხუბეის პროვინციის ქალაქებში ღიაა მხოლოდ საკვები პროდუქტების მაღაზიები, აფთიაქები, სასტუმროები და კლინიკები.

ხელისუფლების მტკიცებით, ეპიდემიის გავრცელების საწიააღმდეგოდ ეფექტურ ზომებს მიმართავენ და ახალი შემთხვევების რაოდენობა კლებულობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები