“ლელოს” ბრალდებას ზუგდიდის მერიაში პასუხობენ

პოლიტიკური პარტია “ლელოს“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ახვლედიანი ადგილობრივ ხელისუფლებას საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ახვლედიანმა ზუგდიდი-ჯვარი- მესტიის ცენტრალურილ საავტომობილო გზაზე ბრიფინგისას განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

“ჩვენი აქ მოსვლის მიზეზი არის მოსახლეობის უკმაყოფილება იმ წარმოებული სამუშაოების მიმართ,რომელიც წლებია გრძელდება. რომელსაც არ ეტყობა არც დაწყების,არც დამთავრების და არც მიმდინარეობის ნიშანწყალი. უკვე წლებია დაზიანებულია და ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ, თუმცა, ხელისუფლებას ეს პრობლემა დღემდე მოგვარებული აქვს. ეს გზა უკვე ორი წელია ამორტიზებულია, აქ ტურისტები მოძრაობენ, პრობლემა ღიად რჩება, მოსახლეობა კი შეშინებულია და ხმას არ იღებს. 2020-ის არჩევნებისთვის დაიწყებენ გაკეთებას, რომ შექმნან ილუზია, თითქოს სამუშაო პროცესი მთელი წელი სტაბილურად მიმდინარეობდა. აქ აშკარად იკვეთება კორუფციის ნიშნები”- თქვა ალექსანდრე ახვლედიანმა.

აღნიშნულ ბრალდებებს უპასუხეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.

“თქვენ იცით, რომ ზუგდიდში მიმდინარეობს წყალანირების დაქსელვის სამუშაოები, როგორც კი პროცესი დასრულდება, მოხდება დაზიანებული ადგილების სრულად აღდგენა. ინფორნაციისთვის მინდა გითხრათ, რომ პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის ქალაქის 45 ქუჩაზე ასფალტის საფარი სრულად აღდგენილია”, – აღნიშნავენ ზუგდიდის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები