შუახევში გზები ინტენსიურად იწმინდება
შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დილიდან, ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში იმყოფებიან, ეცნობიან არსებულ ვითარებას და გზების თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს პირადად ხელმძღვანელობენ.
ბესელაშვილების, ჩანჩხალოს და სხეფი-გომარდულის მიმართულებით არსებულ ვითარებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ომარ ტაკიძე, საკრებულოს წევრებთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.
ომარ ტაკიძის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში მდგომარეობა სტაბილურია.
შუახევში იმყოფება და გზების გაწმენდით სამუშაოებს ეცნობა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოადგილე რაულ ბერიძეც.