იანვარში საარსებო მინიმუმი 2.2 ლარით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 197 ლარს შეადგენდა, ხოლო გასული წლის დეკემბერში 194.8 ლარს. შესაბამისად, ერთ თვეში საარსებო მინიმუმი 2.2 ლარით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იანვართან შედარებით საარსებო მინიმუმი 18. 4 ლარით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის იანვარში დეკემბერთან შედარებით 3,6 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 330.4 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2019 წლის დეკემბრის მონაცემთან შედარებით, 30.9 ლარით არის გაზრდილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები