ზუგდიდში ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა და ბელგიის სამეფოს საემიგრაციო ოფისის ექსპერტმა, მიგრაციის ოფიცერმა კატი ვერცელენიმ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას, ადგილობრივი მოსახლეობა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ. საუბარი ასევე, შეეხო იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამარლთზომიერად გამოყენების საკითხებს.
შეხვედრა სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მიერ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით გაიმართა.