ეუთო/ოდირის დირექტორი: მოვუწოდებ ყველა მხარეს, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე დიალოგში თავიდან ჩაერთოს
ეუთო/ოდირის დირექტორი ინგებორგ გისლადოტირი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების საკითხს ეხმაურება. მან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე ჩაშლილი დიალოგი კვლავ განახლდეს.
“ვიზიარებ საერთაშორისო საზოგადოების მზარდ შეშფოთებას საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, რომელმაც ხელი შეუწყო მნიშვნელოვანი დიალოგის ჩაშლასა და მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავიდან ჩაერთოს ამ პროცესში”, – აცხადებს ინგებორგ გისლადოტირი.