შსს: ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის 2019 წელს 4564 პირი მიეცა პასუხისგებაში

“ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის 2019 წელს 4564 პირი მიეცა პასუხისგებაში”,-ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

მისივე თქმით, შემცირებულია ოჯახური დანაშაულის შედეგად ქალთა მკვლელობების მაჩვენებელიც, რაც მდგომარეობს შემდეგში, ოჯახური დანაშაულის შედეგად 2016 წელს 14 ქალი გარდაიცვალა, 2017 წელს – 14 ქალი, 2018 წელს – 7 ქალი, ხოლო 2019 წელს – ასევე 7 ქალი.
უწყების ინფორმაციით, გაიზარდა ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა. კერძოდ, ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე 2018 წელს პასუხისგებაში მიცემული იქნა 2 პირი, ხოლო 2019 წელს – 9 პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები