“თიბისი” დაზღვევა და “ლივო” მომხმარებელს ერთობლივ აქციას სთავაზობენ
“თიბისი” დაზღვევა და უძრავი ქონების ციფრული პლატფორმა “ლივო” მომხმარებელს ერთობლივ აქციას სთავაზობენ. ბინის დაზღვევის შეძენა ახლა უკვე პირდაპირ livo.ge-ზე შეგიძლიათ, რა დროსაც პირველ თვეს საჩუქრად, უფასოდ მიიღებთ.
დაზღვევა განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, ვინც არანაკლებ 18 წლისაა, ბინის მესაკუთრე ან მფლობელია და ვის ბინაშიც მუდმივად ცხოვრობენ.
რა შემთხვევები აგინაზღაურდებათ:
– მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება
– კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით ქონების დაზიანება
– ელ. გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით დაზიანდა ქონება
– ხანძარი და აფეთქება
– სტიქიური მოვლენები
– ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა
– ვანდალიზმი
– გაქირავების შემთხვევაში ანაზღაურდება დამქირავებლის მიზეზით გამოწვეული დაზიანებებიც
თიბისი დაზღვევის და „ლივოს” ერთობლივი აქცია 20 მარტამდე გაგრძელდება.
R