ხაინდრავა: უგულავა რომ ხაზინის ქურდი იყო, პირველად ჩემი მინისტრობის დროს გაცხადდა, გაირკვა, რომ მისი საქმიანობის შედეგად ბიუჯეტს 102 მლნ ლარი დააკლდა
„გიგი უგულავა რომ ხაზინის ქურდი იყო, ეს პირველად ჩემი მინისტრად ყოფნის დროს გაცხადდა. გაირკვა, რომ მისი საქმიანობის შედეგად ბიუჯეტს 102 მლნ ლარი დააკლდა, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავას თქმით, მაშინ უგულავას წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა.
„გიგი უგულავა, რომ ხაზინის ქურდი იყო, ეს პირველად ჩემი მინისტრად ყოფნის დროს გაცხადდა. 2005 წელს იყო ასეთი ბატონი, სოსელია, რომელმაც მთავრობაში მოიტანა დასკვნა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ პირველივე წლის განმავლობაში გიგი უგულავას საქმიანობის შედეგად ბიუჯეტს 102 მლნ ლარი დააკლდა. ეს დასკვნა ყველა ჩვენგანის მაგიდაზე დაიდო. მაშინ მის წინააღმდეგ საქმე არ აღიძრა. უგულავა თავად მართავდა ამ ქვეყანას და ბუნებრივია, საკუთარი თავის წინააღმდეგ, მიშასთან ერთად, ვისაც ამ ფულს უყოფდა, საქმეს არ აღძრავდა. ამიტომ, ეს ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე გაერთიანება „ქართული ოცნება“ საერთოდ გამოჩნდებოდა პოლიტიკურ ასპარეზზე,“ – განაცხადა ხაინდრავამ.