ფუკუსიმაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
იაპონიაში, ფუკუსიმას პრეფექტურასთან 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის მეტეოროლოგიური ცენტრალური სამმართველო ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ბიძგები ტოკიოშიც იგრძნობოდა.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 80 კმ სიღრმეში იყო.
ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა, ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.