რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე, გაზის მილს ცეცხლი მოეკიდა

რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე, სოფელ გაჩიანთან გაზის მილი დაზიანდა და ცეცხლი მოეკიდა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.

მოძრაობა გზაზე გადაკეტილი იყო, თუმცა მოგვიანებით ცალმხრივად გაიხსნა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები