ფილიპინები აშშ-ის სამხედრო შეთანხმებიდან გასვლას გეგმავს

ფილიპინებმა აშშ-ის აცნობა, რომ სამხედრო შეთანხმებიდან გეგმავს გასვლას, რომლის მიხედვით, ამერიკელ სამხედროებს ქვეყნის ტერიტორიაზე სწავლების გამართვის შესაძლებლობას ეძლევათ.

გადაწყვეტილება ორმხრივად ალიანსს საფრთხის ქვეშ აყენებს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტეოდორო ლოკსინმა სოციალურ ქსელში დაწერა, შესაბამისი შეტყობინება მანილაში აშშ-ის საელჩომ მიიღო.

სამხრეთ-ჩინეთის ზღვის რაიონში, აშშ-ის სამხედრო ყოფნა, ჩინეთის საპირწონედ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, სადაც პეკინი მთელ აკვატორიაზე აცხადებს პრეტენზიას.

მთავრობის გადაწყვეტილებაზე კომენტარი ფილიპინების შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

შეთანხმება ძალაში 1999 წელს შევიდა. ის ძალადაკარგულად ვაშინგტონისთვის შეტყობინების გაგზავნიდან 180 დღეში ჩაითვლება, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მხარეებს შეუძლიათ მისი შენარჩუნების გადაწყვეტილების მიღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები