რუსეთი ყირგიზეთში საკუთარ სამხედრო ბაზას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით აძლიერებს
რუსეთი ყირგიზეთში საკუთარ სამხედრო ბაზაზე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს განათავსებს, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლაი პანკოვმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების ქვედანაყოფების შექმნა.
პანკოვის თქმით, „კანტის“ აეროდრომის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია მოხდება.
2019 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა დუმას, ყირგიზეთში სამხედრო ბაზის შესახებ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის რატიფიცირებისთვის მიმართა, რომელიც მოსკოვს ბაზის ქვედანაყოფში უპილოტო საფრენი აპარატების დამატების შესაძლებლობას მისცემდა.
ყირგიზეთში, რუსეთის სამხედრო ბაზა „კანტი“ 2003 წლის ოქტომბერში გაიხსნა.
მისი მთავარი ამოცანაა ოდკბ-ს ორგანიზაციის ქვეყნების სახმელეთო ოპერაციების საჰაერო დაზღვევაა.
ბაზა აღჭურვილია სუ-25სმ ტიპის თვითმფრინავებითა და მი-8მტვ-ს ტიპის ვერტმფრენებით, სტრუქტურულად კი, ის რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.