ხმაური ხელვაჩაურის მერიასთან – მერი აქციის მონაწილეებს შეხვდა
ხელვაჩაურის მერიასთან არასამთავრობო ორგანიზაციამ “ალტერნატივა” აქცია გამართა. მონაწილეები მუნიციპალიტეტში ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების შეწყვეტას მოითხოვდნენ. აქცია დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
პროტესტის მონაწილეებს ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე შეხვდა. შეხვედრა რამდენიმე წუთს გაგრძელდა და ორ მხარეს შორის შეთანხმება ვერ მოხდა.
ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, აქციის მონაწილეების მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მუნიციპალიტეტში ყველა მიმდინარე პროექტი კანონის ფარგლებში ხორციელდება და კანონდარღვევები არ არსებობს.