აშშ-ის კონტრდაზვერვა 2020-2022 წლების ახალ სტრატეგიას აქვეყნებს და მთავარ საფრთხეს ასახელებს

აშშ-ის კონტრდაზვერვის 2020-2022 წლების ახალ სტრატეგიაში ნათქვამია, რომ რუსეთი და ჩინეთი ქვეყნის მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ.

დოკუმენტში სხვა ტრენდებთან ერთად აღნიშნულია, რომ იზრდება „აშშ-ის წინააღმდეგ განწყობილი აქტორების რიცხვი“, რომელთა შორის დასახელებულია რუსეთი და ჩინეთი.

„რუსეთი და ჩინეთი გლობალურად მოქმედებენ, აშშ-ის წინააღმდეგ ეროვნული სიძლიერის ყველა ინსტრუმენტს იყენებენ. აქვთ თანამედროვე სადაზვერვო შესაძლებლობების ფართო სპექტრი“, – ნათქვამია ტექსტში.

აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებს შორის დასახელებულია კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ლიბანის პრო-ირანული „ჰეზბოლა“, ტერორისტული ორგანიზაციები – „ისლამური სახელმწიფო“ და „ალ-ყაიდა“, ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციები და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები