მახირ მამედოვი: SOCAR-მა საქართველოში 5100 სამუშაო ადგილი შექმნა
კომპანია SOCAR-მა საქართველოში 5100 სამუშაო ადგილი შექმნა. ამის შესახებ SOCAR Energy Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მახირ მამედოვმა თბილისში აზერბაიჯანელ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მამედოვის ინფორმაციით, კომპანია SOCAR-მა 2006 წლიდან მოყოლებული საქართველოში 1.1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
„კომპანიამ გადასახადების სახით საქართველოს ბიუჯეტში 1.5 მილიარდი შეიტანა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, SOCAR-ი ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია საქართველოში და ამ პოზიციას დღემდე ინარჩუნებს“, – განაცხადა მამედოვმა.
მისივე თქმით, პირდაპირი ინვესტიციების გარდა SOCAR-ი აზერბაიჯანელ სტუდენტებს საქართველოში მატერიალურადაც ეხმარება და ბევრი მათგანი, კერძოდ 1970 სტუდენტი კომპანიის სტიპენდიანტია.