კორონავირუსს ათასზე მეტი ადამიანი ესმხვერპლა, 4 ათასამდე პაციენტი გაწერილია

ჩინეთში კორონვირუს 2019-nCoV-სგან დაღუპულთა რიცხვი 1016-ს მიაღწია.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.

24 საათში ვირუსს 108 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა ხუბეის პროვინციაზე მოდის.

დაავადებულთა რიცხვი 42 638 შეადგენს, მათგან 7 333 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. კლინიკებიდან 3 996 პაციენტია გაწერილი.

კორონავირუსის შემთხვევები ჩინეთის გარდა, მსოფლიოს კიდევ 24 ქვეყანაშია გამოვლენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები