გიგი უგულავა: ჯერ ვერ გავიგე ზუსტად, მაგრამ რაღაც მომისაჯეს ამ შიზოფრენიკებმა

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მას ე.წ ფონდის საქმეზე 3 წლით პატიმრობა შეეფარდა.

“მოკლედ, ჯერ ვერ გავიგე ზუსტად, მაგრამ რაღაც მომისაჯეს ამ შიზოფრენიკებმა. ბრძოლა გრძელდება. მშვიდად მტკიცეთ და ღიმილით,” – წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები