ახალციხეში ქმარმა ცოლის დახრჩობა სცადა

ახალციხეში ქმარმა ცოლის დახრჩობა სცადა. ოჯახური ძალადობის ფაქტი 10 თებერვალს მოხდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებულს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა, შემდეგ კი ქალი კლინიკა „იმედში“ გადაიყვანეს. ის ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

“შემოყვანის დროს ქალს კისრის მარჯვენა ნაწილში აღენიშნება სისხლნაჟღენთები. თუმცა პაციენტი კონტაქტური და ადეკვატურია. მნიშვნელოვანი დაზიანება არ აღენიშნება. ალბათ დილამდე დავტოვებთ კლინიკაში“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ კლინიკის მენეჯერმა.

ქალის ნათესავების ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ფაქტები ხშირად ხდებოდა, მაგრამ აქამდე გახმაურებული არ იყო. ადგილზე ამ დრომდე იმყოფება პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. დაზარალებულთან კი ძმის ცოლი და ახლო ნათესავები იმყოფებიან.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები