სტივ ჩაბოტი: ორივე ქვეყანა მადლიერია საქართველოს როლით ავღანეთში

ორივე ქვეყანა მადლიერია საქართველოს როლით ავღანეთში, – ამის შესახებ კონგრესმენმა სტივ ჩაბოტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებულ საკითხებს შეეხო. , მაღალი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის თანამშრომლობას ყველა მიმართულებით.

„ჩვენ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენს ერებს შორის ურთიერთობა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანია. მე ვთვლი, რომ ორივე ქვეყანა მადლიერია საქართველოს როლით მაგალითად ავღანეთში, სადაც ჩვენი და ქართველი სამხედრო პერსონალი გვერდიგვერდ იბრძვის თავდადებით და ჩვენ მადლიერები ვართ ამისათვის. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდეს და გაძლიერდეს.

საქართველოს სრული უფლება აქვს საკუთარ მიწებზე, ხოლო რუსეთი საკმაოდ დიდი ხანი ახდენს ქართული მიწის ოკუპაციას სამხრეთ ოსეთსა თუ აფხაზეთში, მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და ეს ტერიტორიები საქართველოა და არა რუსეთი”,-განაცხადა სტივ ჩაბოტიმ.

კახა კუჭავა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები