მორის მაჩალიკაშვილი 20 ივნისის საქმეზე: პარლამენტში შეჭრა არ მინდოდა, არ ვაპირებდი, ბიძაჩემს ვიცავდი
“პარლამენტში შეჭრა არ მინდოდა, არ ვაპირებდი. ბიძაჩემს ვიცავდი”, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის შვილმა, 20 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებულმა, მორის მაჩალიკაშვილმა აღნიშნულ საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მან ბრალდება სასამართლო დარბაზში სრულად აღიარა.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, მას ორწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ის მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა.
ცნობისათვის, მორის მაჩალიკაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე იყო დაკავებულები.