სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყველის არარეგისტრირებული მწარმოებლები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები, მთელი ქვეყნის მასშტაბით,  იმ ფიზიკური პირების იდენტიფიცირებისათვის  ახორციელებენ კონტროლს, რომლებიც  რეგისტრირებულნი არ არიან, მაგრამ ორგანიზებულად ეწევიან ყველის წარმოება-რეალიზაციას.

ქვემო ქართლის რეგიონში, შემოწმების შედეგად, არარეგისტრირებული სუბიექტები გამოვლინდნენ , რომლებიც ყველის წარმოება-რეალიზაციას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სხვა მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს, საქართველოს მთავრობის დადგენილების – „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ – შესაბამისად, ახორციელებს. დადგენილება მიმდინარე წლის 9 იანვრიდან შევიდა ძალაში.

2020 წლის იანვრიდან სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, ვინც ორგანიზებულად ეწევა სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები