მორის მაჩალიკაშვილი გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული მორის მაჩალიკაშვილი დღეს სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა და მორის მაჩალიკაშვილს სასჯელის სახით 2 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

​მან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალს აღიარებს.

​შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ მორის მაჩალიკაშვილს ბრალი ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში ედება, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები