დავით ჩიხელიძე: ოდირმა საკუთარი დასკვნით ქართული ოპოზიციური სპექტრის მიმართ ბოლო, საკონტროლო გასროლა განახორციელა

„ოდირმა საკუთარი დასკვნით ქართული ოპოზიციური სპექტრის მიმართ ბოლო, საკონტროლო გასროლა განახორციელა”, – ამის შესახებ ა/ო „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

როგორც ჩიხელიძე ამბობს, ცვლილებებმა შესაძლოა, წინსვლის ნაცვლად ქვეყნისა და საარჩევნო გარემოს დაზიანება გამოიწვიოს.

„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისმა ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, ოდირმა საკუთარი დასკვნით ქართული ოპოზიციური სპექტრის მიმართ ბოლო, საკონტროლო გასროლა განახორციელა და მათი ტანჯვა დაასრულა.

ეუთო/ოდირის დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის სუვერენული უფლებაა. რომ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივმა სასამართლოებმა უნდა მიიღონ. ასევე,აღნიშნულია, რომ საერთაშორისო კარგი პრაქტიკის მიხედვით, უმჯობესია, საარჩევნო კანონმდებლობის ძირითად ასპექტები არ გაიხსნას ცვლილებებისთვის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე.

სრულად ვიზიარებ და ვეთანხმები ოდირის დასკვნას. მიმაჩნია, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ძირეული საარჩევნო ცვლილებების განხორციელება არ შეიძლება, რადგან მსგავსმა ცვლილებებმა შესაძლოა, წინსვლის ნაცვლად ქვეყნის და საარჩევნო გარემოს დაზიანება გამოიწვიოს. ოპოზიციას ორი გამოსავალი რჩება, ან გაიაზროს და გაიზიაროს ოდირის დასკვნა, ან კვლავ საკუთარი მავნებლური პოლიტიკა განაგრძოს!” – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები