უხანში კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის კლინიკური ცდა იწყება
ჩინეთის ქალაქ უხანში სპეციალისტები კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული კომპანიის Gilead Sciences მედიკამენტის კლინიკურ ცდას იწყებენ.
ამის შესახებ China Daily წერს.
ქვეყნის მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფო სამმართველომ მედიკამენტის გამოცდის მესამე ფაზის დაწყებას მხარი დაუჭირა. წამლის სახელწოდებაა Remdesivir.
როგორც კლინიკური ცდების ხელმძღვანელმა, ცაო ბინმა, განაცხადა, წამალს ცოცხალი ორგანიზმის გარეთ (in vitro) გამოცდის დროს, ეფექტური შედეგი ჰქონდა.
მისი თქმით, პროექტი ორი ექსპერიმენტის ჩატარებას ითვალისწინებს, რომელიც Wuhan Jinyintan Hospital-ის პაციენტები მიიღებენ მონაწილეობას.
კვლევაში, სავარაუდოდ, 761 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის მძიმე პაციენტებიც იქნებიან.