ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ჩვენს შეთავაზებას, მათთვის უკეთესი იქნება

“ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ჩვენს შეთავაზებას, მათთვის უკეთესი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება 77 -73- ის პრინციპით, რომელიც ოდირის დასკვნის თანახმად არის სრულად შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“ოპოზიციამ ძალიან მარტივი დასკვნა უნდა გამოიტანოს, რომ თანაბრად ლეგიტიმურია არამხოლოდ ჩვენს მიერ შეთავაზებული 100 -50-ზე სისტემა, არამედ თუნდაც ის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს კონსტიტუციის მიხედვით. 2020 წლის არჩევნებისთვის ეს არის 77- 73-ზე, როგორც 100- 50-ზე ისე 77- 73-ზე არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და თავსებადი სამართლებრივ პრინციპებთან და სამართლებრივ სტანდარტებთან. შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს შეთავაზებას 100- 50-თან დაკავშირებით მით უკეთესი იქნება ეს მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება 77 -73- ის პრინციპით, რომელიც ოდირის დასკვნის თანახმად არის სრულად შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპთან”, – განმარტა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები