წიგნის საჯაროდ კითხვის დღე გურიის სამივე მუნიციპალიტეტში აღნიშნეს

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს გურიის სამივე მუნიციპალიტეტი შეუერთდა. ამ დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა მუსიკალურმა ჯგუფებმა, მსახიობებმა, სკოლის მოსწავლეებმა და საჯარო მოხელეებმა მიიღეს.

ოზურგეთში, ექვთიმე თაყაიშვილისა და ლანჩხუთში, ეგნატე ნინოშვილის მუზეუმებში ლიტერატურული საღამო გაიმართა. სხვადასხვა მწერლის ლექსები სკოლის მოსწავლეებმა და საჯარო მოხელეებმა წაიკითხეს.

ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში ახალგაზრდებმა ანა კალანდაძის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს. თეატრის მსახიობებმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან ნაწყვეტები შეასრულეს. გაიმართა წლის ყველაზე აქტიური მკითხველის დაჯილდოება – თეა უჯმაჯურიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვა.

წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტების ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები