საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში მსოფლიო პატრიარქთან, ბართლომეოსთან შეხვედრის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.
თალაკვაძის თქმით, შეხვედრა მისთვის მოულოდნელი იყო.
“სტამბოლის აეროპორტში, ჩემთვის მოულოდნელად, მსოფლიო პატრიარქს ბართლომეოსს შევხვდი. თბილად მიგვიღო, დაგვლოცა და წარმატებები უსურვა საქართველოს”,- წერს თალაკვაძე.