ექსპერტი “ორიონ სტრატეჯისა” და “ნაცმოძრაობის” კონტრაქტზე: ასეთ ლობირებას, ალბათ, ამერიკაში ღალატს უწოდებდნენ(ვიდეო)

ოპოზიციური პარტიის მიერ უცხო ქვეყანაში ასეთ ლობირებას, ალბათ, ამერიკაში ღალატს უწოდებდნენ, – ამის შესახებ პოლიტიკურ მეცნიერებათა ექსპერტმა ანა ლეჟავამ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “არენა” “ორიონ სტრატეჯისა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის გაფორმებულ კონტრაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

ანა ლეჟავამ “ორიონ სტრატეჯის” საქმიანობისა და პარტნიორების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ორგანიზაცია სენატორ ჯეიმს შინთანაა დაახლოებული, ეს ის სენატორია, რომელმაც 29 იანვარს წერილი გამოგზავნა.

“ჩვენ თუ ვაღიარებთ ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენი განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად, მაშინ ოპოზიციური პარტიის მიერ ასეთ ლობირებას უცხო ქვეყანაში, ალბათ, ამერიკაში ამას ღალატს უწოდებდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია “ორიონ სტრატეჯი”, რაღაც ჩემი კვლევა ჩავატარე და არის პატარა ორგანიზაცია, რომელსაც სულ 2 პარტნიორი ჰყავს, რომელიც მას სხვადასხვა პროექტს უკვეთავს. ერთ-ერთი დიდი პარტნიორია “განლაბი” – ეს არის ამერიკის ნაციონალური იარაღის ორგანიზაცია, რომელიც ლობირებს ვაშინგტონში და მათი სამიზნე არის ჯეიმს შინი, სენატორი, რომელმაც 29 იანვარს ეს წერილი დაწერა. ჩემი აზრით, მათ ამ სენატორთან ჰქონდათ ყველაზე ახლო ურთიერთობა უკვე დამყარებული და ამ შეკვეთილი წერილის დაწერაც ყველაზე ადვილი იქნებოდა ამ სენატორის გზით,”- განაცხადა ანა ლეჟავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ 3 თებერვალს აშშ-ში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლობისტურ საქმიანობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2019 წლის ოქტომბერში პარტიამ კომპანია Orion Strategies დაიქირავა, რომელთან ხელშეკრულებას ხელს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, ამჟამად ატლანტიკური საბჭოს დირექტორი საქართველოში, ბათუ ქუთელია აწერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები