ლარი კვლავ გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0026 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.8577 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.8603 ღირდა.
0.012 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.1498 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1618 ლარი იყო.