“ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო“ – მარტვილი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდა
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებულ საჯარო ბიბლიოთეკაში ღონისძიება, “ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო“ გაიმართა.
როგორც “კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები, მოსწავლეები და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობასა და კითხვის აუცილებლობაზე, წაიკითხეს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტორების წიგნებიდან ამონარიდები.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე უკვე მეხუთედ გაიმართა.
“ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო“ ასეთია წიგნის საჯაროდ კითხვის დღის მთავარი ლოზუნგი. მისი ავტორი კი ამერიკელი მწერალი და წიგნიერების ექსპერტი პემ ალინია. ღონისძიების მიზანია საზოგადოებაში წიგნის პოპულარიზაცია.