ნუკრი ქანთარია: “ნაცმოძრაობის” ჭიჭყინი იყო, რა ვუყოთ ამ ხალხს, შევწვათ, მოვხარშოთ
პარლამენტში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის შეკრება საკანონმდებლო ორგანოს გარეთ პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
“ქართული ოცნების” წევრმა, ნუკრი ქანთარიამ საპროტესტო აქციას “ნაციონალური მოძრაობის” ჭიჭყინი უწოდა.
“კომიტეტის მუშაობა, რეგიონების მდგომარეობა… ნელნელა შევდივართ საარჩევნო ფაზაში და გვინდა რომ ყველაფერი იყოს გააზრებული, რაც შეეხება გარეთ “ნაციონალური მოძრაობის” ჭიჭყინს, ამაზეც გვქონდა… რა ვუყოთ ამ ხალხს, შევწვათ, მოვხარშოთ, ნახევარი ესე, ნახევარი ისე, სად წავიდნენ, მაგრამ ეს მათი საქმეა,”- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნა უცვლელია, ისინი პროპორციულ საარჩევნო სისტემას მოითხოვენ.