იტალიაში ჩინელებს რესტორნებსა და სკოლებში არ უშვებენ, საფრანგეთში სასტუმროები კი, ზარალს განიცდიან
იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკაა, ჩინური ბიზნეს ზარალს განიცდის, ხოლო ჩინელი ტურისტები სხვადასხვა აკრძალვებს აწყდებიან.
ქვეყანაში კორონავირუსის ორი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ხელისუფლებამ 6-თვიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.
BBC-ის ინფორმაციით, ტრევის შადრევანთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ბარში განცხადებაა გამოკრული, რომელიც ჩინელ კლიენტებს შესვლას უკრძალავს.
ასევე არის შემთხვევა, როდესაც რომში ერთ-ერთ მუსიკალურ სკოლაში, აღმოსავლეთ აზიიდან მოსწავლეებს სახლში დარჩენას ურჩევენ, რასიზმის შემთხვევების მატების გამო.
იტალიის ჩრდილოეთის ოთხი რეგიონის გუბერნატორმა იმ ბავშვებს, რომლებიც ჩინეთიდან ბრუნდებიან, მოუწოდეს, სკოლაში 14 დღის განმავლობაში არ გამოცხადდნენ.
ამგვარმა ინციდენტებმა იტალიის ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვია.
პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ, რეგიონალური ხელმძღვანელები გააკრიტიკა და თქვა, რომ მათ არ აქვთ უფლებამოსილება მსგავსი განცხადებები აკეთონ, „შიშს ასეთი ქმედება არ ამართლებს“.
რაც შეეხება საფრანგეთს, აქ მომსახურების სექტორი ზარალს განიცდის. პარიზსა და მის მახლობლად მდებარე რეგიონებში, სასტუმროების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ჩინელი ტურისტების მხრიდან ჯავშანის მოხსნის მასობრივი შემთხვევები ფიქსირდება.
ასე მაგალითად, პარიზსა და ილ-დე-ფრანსში იანვარში ჯგუფური ტურების 80%-ის ჯავშანი გაუქმნდა, თებერვალში 100%, – განაცხადეს საფრანგეთის სასტუმრო ქსელების ეროვნულ გაერთიანებაში.
ექსპერტების ვარაუდით, სასტუმრო ბიზნესის ზარალმა, შესაძლოა, მილიარდ ევროს გადააჭარბოს.
ყოველწლიურად, საფრანგეთს ორ მილიონამდე ჩინელი ტურისტი სტუმრობს. გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, ჩინელი ტურისტები ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ, და ამ მონაცემით ამერიკელ ტურისტებს უსწრებენ.