მამუკა მდინარაძე: “ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოების სახელით ნუ ლაპარაკობს, ხალხი თავის სიტყვას თვითონ იტყვის

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პროპორციულ საარჩევნო სისტემას მოითხოვენ.

მდინარაძის თქმით, საზოგადოება თავის სიტყვას თვითონ იტყვის.

“ნაციონალური მოძრაობის” წინაშე პასუხგასაცემი და საპასუხისმგებლო ნამდვილად არაფერი გვაქვს.

საზოგადოების სახელით ნუ ლაპარაკობენ. საზოგადოება თავის სიტყვას დემოკრატიული არჩევნებზე ამბობს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განსაკუთრებულად უზრუნველყოფილია, საზოგადოება თავის სიტყვას თვითონ იტყვის”,- განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები