ცხინვალში რუსი ე.წ. მრჩევლის და მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზი დასახელდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯანდაცვის საკითხთა ე.წ. მრჩევლის, იგორ გალისა და მისი მეუღლის, ირინას, ცხინვალში, საკუთარ სახლში გარდაცვალების მიზეზი – გაზის გაჟონვა გახდა.
ამის შესახებ ვლადიკავკაზის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა განაცხადეს.
ცხედრები საკუთარ სახლში 3 თებერვალს იქნა ნაპოვნი.
იგორ გალი რუსეთში ცნობილი მედიკოსი, პროფესორი იყო, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2016 წლიდან ე.წ. რესპუბლიკის ჯანდაცვის სექტორის რეფორმირებაზე მუშაობდა.