წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე გრანელის სახლ-მუზეუმში აღინიშნება

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთი ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმიდან შეუერთდება.

5 თებერვალს, 15 საათზე – წალენჯიხაში, პოეტის მუზეუმში ლიტერატურული საღამო გაიმართება, სადაც გრანელის შემოქმედებას წაიკითხავენ. შესრულდა პოეტის ლექსზე შექმნილი სიმღერები.

როგორც “კვირას” სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეიქმნება გრანელის პორტრეტი, რომელშიც შტრიხების შეტანა ნებისმიერ დამსწრეს შეეძლება. ერთობლივად შექმნილი პორტრეტი მუზეუმს გადაეცა.

გრანელის სახლ-მუზეუმში წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები