ბაღდათში ხანძარი ლიკვიდირებულია – მეხანძრეებმა კიდევ ერთი დაღუპული იპოვეს (ვიდეო)

ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე “კრედო” ბანკის უკან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველებმა 4 მცირეწლოვნისა და დედის გარდა, შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი ქალის გვამი იპოვეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” ადგილობრივმა განუცხადა, სახლში ცოლ-ქმარი 4 მცირეწლოვან ბავშვთან და ბებიასთან ერთად დაახლოებით 1 თვის წინ თვითნებურად შესახლდა.
“სოციალურად გაჭირვებულები იყვნენ, ცოტა ხნის წინ ტელევიზორშიც გავიდა მათზე რეპორტაჟი. ერთი თვის წინ შემოსახლდნენ აქ და ახლა ეს მოხდა. როგორც დაღუპული ბავშვების მამა ამბობს, დაძინებულები დატოვა სახლში ცოლ-შვილი, თვითონ და დედამისი კი გარეთ იყვნენ გასულები”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი სახლში დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები