ბაღდათში, “კრედო ბანკის” უკან მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ერთი ქალი და 4 მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
ამ დროსითვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
როგორც “რეგიონულ კვირას” ერთ-ერთმა თვითმხილველმა აცნობა, გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.
“რეგიონული კვირა” განახლებულ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 112-ში ზარის შესცლიდან 1 წუთში სახანძრო დანაყოფი ადგილზე იმყოფებოდა. მეხანძრე-მაშველები ხანძრის ქრობის სამუშაოებს აქტიურად აწარმოებენ. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.