კახა კუკავას, ირაკლი კაკაბაძისა და ლაშა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამოძიება მუქარის ბრალდებით დაიწყო

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით კახა კუკავას, ირაკლი კაკაბაძისა და ლაშა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

„3 თებერვალს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე დანიშნული იყო მევახშის მიერ ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლება. აღსრულების ადგილას, მოვალისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, დილიდან შეიკრიბნენ ოჯახის გულშემატკივრები. მოლაპარაკებების პროცესში, მევახშის ადვოკატ გიორგი სუხიაშვილთან მომხდარი შელაპარაკების გამო, დამუქრების ბრალდებით, კახა კუკავას, ირაკლი კაკაბაძისა და ლაშა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო“, – ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს საქმეზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლითაა დაწყებული, რაც მუქარას გულისხმობს. საქმეზე დაკავებული არავინ არ არის.

კრედიტორსა და ხატიაშვილების ოჯახს შორის გამოსახლების პროცესთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ხმაურის ფონზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები